ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს სახალხო დამცველთან შეხვედრისას იმ დარღვევებით დაინტერესდა,
რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში - მაისდან დღემდე ომბუდსმენის აპარატში შევიდა.
როგორც სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ, მიმართეს თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ომბუდსმენს პარტიების დაფინანსებასთან და აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამასთანავე, ისინი ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით, სახალხო დაცველის პოზიციით დაინტერესდნენ.
„საუბარი მიმდინარეობდა ყველა იმ საკითხზე, რომელიც მიბმულია წინასაარჩევნო პერიოდსა და კამპანიაზე, ასევე, დაინტერესდნენ ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხით და კერძოდ, იყო თუ არა ოპოზიციის საჩივრები ამ მიმართულებით“ - განაცხადა ტუღუშმა.
თბილისში მყოფი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში გუშინ ჩამოვიდა, დაგეგმილი ვიზიტს შედეგებს კი, დელეგაციის წევრები დღეს საღამოს, ბრიფინგზე შეაჯამებენ.
