"ქართული ოცნების" დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი პარტიის რიგებიდან გარიცხეს
"ქართული ოცნების" დმანისის  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი პარტიის რიგებიდან გარიცხეს
18:15 10.08.2020
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დმანისის რაოინული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი პარტიის რიგებიდან გარიცხეს.

განცხადებას ამის შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაოინული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული.

გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში"-ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ბეჭდვა