მომავალ კვირაში საპარლამენტო კომიტეტები რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს განიხილავენ.
მათ შორისაა საპენსიო პაკეტი, კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, ნოტარიუსის შესახებ კანონში ცვლილებები და ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებები.
კომიტეტები ასევე იმსჯელებენ ლატარიების და აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, შემოსავლების სამსახური წამახალისებელი გათამაშების მოწყობას ქვითრების მიხედვით გეგმავს.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება წაახალისოს მოქალაქეების მიერ ქვითრის მოთხოვნა და გაათამაშოს ლატარია.
მომავალი კვირა საკომიტეტო მოსმენების კვირაა, ამიტომ, დეპუტატები ახალ კანონპროექტებზე და ინიციატივებზე იმსჯელებენ.
