ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონმა საქართველო ევროკავშირისთვის სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა.
ეშტონმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ისაუბრა.
ყოველდღიურ ანგარიშში ეშტონმა აქცენტი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა.
გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო, სტრასბურგში რუსეთი გააკრიტიკეს.
„რეგიონს, განსაკუთრებით საქართველოს, არჩევნებთან დაკავშირებით ყურადღებით ვაკვირდებით. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ სააკაშვილს შევხვდი და კონკრეტული მესიჯები გავუგზავნე ოპოზიციასაც. ნათლად ჩამოვაყალიბეთ, რომ გვინდა კარგი საარჩევნო პროცესი. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სათანადოდ ჩაივლის“ - განაცხადა ეშტონმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს გაგზავნის. ასევე, უზრუნველყოფს პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა დარწმუნდნენ, რომ ქვეყნის მომავალი გარანტირებულია.
