აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ვიზიტს დღეს შეაჯამებს
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ვიზიტს დღეს შეაჯამებს
09:21 12.09.2012
ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია საქართველოში ვიზიტს დღევანდელ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.

პრესკონფერენცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.

აშშ-ს დელეგაცია, რომელსაც ტომას მელია ხელმძღვანელობს, ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ცეკო-ს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

აშშ-ს დელეგაცია საქართველოში 9 სექტემბეტს ჩამოვიდა. ვიზიტი დღეს დასრულდება.

ბეჭდვა