საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს დამატებითი რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეუძლიათ
საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს დამატებითი რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეუძლიათ
09:12 12.09.2012
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება მიიღო,  რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს დღეს და ხვალ (12-13 სექტემბერს) დამატებითი რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ.

ცესკო-ს ინფორმაციით, დამატებითი რეგისტრაციისთვის საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე უნდა მივიდნენ და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წარადგინონ.

იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იდგნენ და არჩევნების დღეს საქართველოში იქნებიან, საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის მოთხოვნით, სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს უნდა მიმართონ.

ბეჭდვა