ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მთავრობაში ჩინოვნიკებისადმი მკაცრ მიდგომაზე საუბრობს.
"ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ სახელმწიფო მოხელეების ქცევის მიხედვით შეექმნება მოსახლეობას აზრი "ქართული ოცნები"-ს მომავალი მთავრობის შესახებ. გარწმუნებთ, საქართველოს მომალ მთავრობაში ჩინოვნიკებისადმი მკაცრი და სამართლიანი მიდგომა იქნება,"- განმარტავს ბიზნესმენი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე .
მისივე განცხადებით, სახელისუფლო თანამდებობეზე დანიშვნამდე პოლიტიკოსებს ბოლომდე უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ საზოგადოება მათი მსახური არ იქნება, არამედ ისინი იქნებიან ხალხის სამსახურში.
