აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაციის წევრები ცესკოს თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს შეხვდნენ და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების მიმდინარეობას გაეცნენ.
ცესკო-ს ინფორმაციით, სტუმრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია არჩევნების დღის ორგანიზებასა და შედეგების შეჯამების პროცედურებთან დაკავშირებით.
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით აშშ-ის უწყებათაშორისი დელეგაცია, რომელშიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები შედიან, საქართველოში სამდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.
დელეგაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობს.
