საქართველოს მოქალაქეებს ლიეტუვაში ჩასვლისას 14-დღიანი თვითიზოლაცია აღარ მოუწევთ
საქართველოს მოქალაქეებს ლიეტუვაში ჩასვლისას 14-დღიანი თვითიზოლაცია აღარ მოუწევთ
13:27 28.07.2020
ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე წარმოადგენს ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელს, 2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საელჩო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში.
ბეჭდვა