აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ვიზიტს ხვალინდელ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ვიზიტს ხვალინდელ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს
17:25 11.09.2012
ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია საქართველოში ვიზიტს ხვალინდელ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.

პრესკონფერენცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.

აშშ-ს დელეგაცია, რომელსაც ტომას მელია ხელმძღვანელობს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს მთავრობის კანცელარიაში შეხვდა.

დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. შეხვედრა შედგა მედიის წაემომადგენლევთანაც.

აშშ-ს დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტი ხვალ დასრულდება.



ბეჭდვა