ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
16:59 11.09.2012
ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სარჩელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზურაბ მარაქველიძემ შეიტანა.

მისი განცხადებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 სექტემბრის დადგენილების თანახმად, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ერთი მხრივ, არჩევნებში რეგისტრაციის ვადა 3 დღით გაუგრძელდათ, მეორე მხრივ, კი იგი დამატებით ბარიერებს უქმნის მათ.

„ქართული ოცნება“ ცესკო-ს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მოითხოვს, რომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიეცეთ საშუალება დამატებითი დაბრკოლების გარეშე მიიღონ მონაწილეობა არჩევებში.

ბეჭდვა