„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ისნის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ვეფხვაძემ კახეთის გზატკეცილზე მდებარე საფებურთო სტადიონი დაათვალიერა და ისნის რაიონში მდებარე დაზიანებული სტადიონების სურათების გამოფენა მოაწყო.
ვეფხვაძის განცხადებით, ხელისუფლების დამოკიდებულება სტადიონების მშენებლობასთან დაკავშირებით ნაჩქარევი იყო, რადგან ყველა სტადიონი დაინგრა და მუნიციპალიტეტმა ყველა ფიზიკური წრე გააუქმა.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვების განათლებაზე, არ იგულისხმება მხოლოდ წიგნიერი ცოდნა, ჩვენ ვგულისხმობთ ფიზიკურ აღზრდასაც. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი მისახედია, რათა ჩვენი შვილების ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა ხვალინდელი დღის საფუძველი და გარანტი იყოს“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ
