„ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივნი, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო შატბერაშვილი მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას მოითხოვს.
მისი განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით პრეზიდენტი სააკაშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერი ივანიშვილი ვაჭრობენ.
შატბერაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ფარმაცევტული კომპანიების - „ავერსისა“ და „პსპ“-ს მფლოებლია, ხოლო ივანიშვილი - „ფარმადეპოსი”.
მისივე ცნობით, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ საქართველოს პარლამენტში ძირითად მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესების შესახებ კანონპროექტიც შეიტანა, თუმცა, იგი დღემდე არ განხილულა.
„ასეთ პირობებში შეუძლებელია წამლის შეძენა და მედიკამენტის უქონლობის გამო ადამიანები კვდებიან. თუ გსურთ, ამ კანონპროექტმა მიიღოს კანონის ძალა, აირჩიეთ „ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში უმრავლესობით და უკვე ოქტომბრიდან იგი ამოქმედდება” – განაცხადა შატბერაშვილმა.
