„ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გუგავა
ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე გუგავა ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის სოციალურ პირობებს გაეცნო და ჯანდაცვის, სახელმძღვანელოების ფასებსა და კომუნალურ გასახადებზე ისაუბრა.
როგორც გუგავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, პრეზიდენტ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის გაგრძელება და ოლიგარქების ხელისუფლებაში მოსვლა დაუშვებელია.
