„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკაში გაემგზავრა.
ქვეყნის მთავარი „ლეიბორისტი“ ერთი კვირის განმავლობაში აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ამერიკელ კოლეგებთან გამართავს შეხვედრებს.
ნათელაშვილი აშშ-ში შეხვედრებზე ინფორმაციას წარადგენს საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თაობაზე.
„რამდენიმე დღით ქვეყნის შიგნით ვწყვეტ საარჩევნო კამპანიას და საგანგებო ვიზიტით აშშ-ში მივემგზავრები, სადაც იქნება შეხვედრები, და გამოსვლები მთავარ სტრატეგიულ ცენტრებში“- აღნიშნა გამგზავრების წინ ნათელაშვილმა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი აშშ-დან კვირის ბოლოს დაბრუნდება.
