„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე და მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე თბილისში ვიზიტით მყოფ აშშ-ს
უწყებათაშორისი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
„ქდმ“-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობასა და კონკურენტული გარემოს შექმნის აუცილებლობაზე.
„ჩვენი და ჩვენი ამერიკელი კოლეგების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, საქართველოში ერთპარტიული მმართველობის დამთავრებაა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც შიდა დემოკრატიულ განვითარებას ისე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ - განაცხადა თარგამაძემ.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებსაც შეეხო.
„ქრისტიან-დემოკრატებმა“ ამერიკის დელეგაციის წევრებს მოძრაობის საარჩევნო პროგრმა გააცნეს.
აშშ-ს დელეგაციას ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილიე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში ტომას მელია ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები შედიან.
