ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შესვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს.
საქართველოდან ესტონეთში გამომგზავრებისას პირი უნდა აკმაყოფილებდეს შენგენის ზონაში ლეგალურად შემოსვლის მოთხოვნებს.
ესტონეთის საზღვრის გადმოკვეთისათვის აუცილებელი წინაპირობაა:
- საზღვრის გადაკვეთისას პირს არ უნდა აღენიშნებოდეს კორონავირუსის (COVID-19) სიმპტომები;
- პირი იმ ქვეყანაში, საიდანაც მოემგზავრება ესტონეთში, იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში (COVID-19-ის ინკუბაციისათვის საჭირო პერიოდი).
- საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში, საიდანაც პირი შემოდის ესტონეთში, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 16 დაინფიცირებულზე მეტია, მგზავრი დაექვემდებარება ორკვირიან სავალდებულო თვითიზოლაციას.
