საქართველოს 17 სექტემბერს ხუთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ერთად ეწვევა. საქართველოში ჩამოვლენ რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და
ლიტვის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელები.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს განაცხადა, მათი ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ მეგობრული ურთიერთობის დაფიქსირება.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მსჯელობა გაიმართება.
კალანდაძის თქმით, ეს ქვეყნები საქართველოსადმი ლობისტური დამოკიდებულებით გამოირჩევიან.
