კიევში 13 სექტემბერს, სუამი-ს ეროვნულ კოორდინატორთა საბჭოს 25-ე სხდომა გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე მიიღებს მონაწილეობას.
სხდომაზე რეგიონალური და ასევე, ის მოსამზადებელი საკითხები განიხილება, რომელიც გაეროს ფარგლებში დაგეგმილ, სუამი-ს მინისტერიალზე განიხილება.
როგორც მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, კოორდინატორთა შეკრებაზე რეგიონალური პროექტების განხორციელებაზეც იმსჯელებენ.
