კალანდაძე - კულტურული ძეგლების რესტავრაციისთვის თურქულ მხარესთან შეთანხმება არ არსებობს
კალანდაძე - კულტურული ძეგლების რესტავრაციისთვის თურქულ მხარესთან შეთანხმება არ არსებობს
13:23 10.09.2012
თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება ჯერ არ არსებობს.

როგორც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ამ მიმართულებით ტექნიკურ, იურიდიულ და შინაარსობრივ დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს. საუბარია იშხნისა და ოშკის რესტავრაციაზე.

მისი თქმით, ბევრი საკითხია, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან და სამუშაო პროცესი გრძელდება.


ბეჭდვა