ბიძინა ივანიშვილი კორპორაცია Arco International Group-ის პრეზიდენტს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი კორპორაცია Arco International Group-ის პრეზიდენტს შეხვდა
13:06 10.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს აგროსამრეწველო კორპორაცია Arco International Group-ის  პრეზიდენტს ფრანჩესკო პიოვანეტს შეხვდა.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, რუსეთში ივანიშვილის კუთვნილი ბოლო, უკვე გაყიდული აქტივი სწორედ Arco International Group- მა შეიძინა.

„სოფლის მეურნება ჩვენი პრიორიტეტია. გვქონდა საკმაოდ საინტერესო და საქმიანი საუბარი. მათ გაუჩნდათ ინტერესი საქართველოშიც განახორციელონ ინვესტიციები. ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა რუსეთში თავისი უკანასკნელი აქტივი გასულ კვირას გაყიდა.

ბეჭდვა