კალანდაძე - საქართველოს და ჩრდილოკავკასიელი ხალხების ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება
კალანდაძე - საქართველოს და ჩრდილოკავკასიელი ხალხების ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება
13:04 10.09.2012
საქართველოს ღია კარის პოლიტიკა ჩრდილო კავკასიელი ხალხებისადმი გრძელდება და ამ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება.

ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.

„ჩვენი პოლიტიკა ჩრდილო კავკასიელ მეგობრებთან მიმართებაში უცვლელია და ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. ამასთან, მთელი ძალისხმევა იქეთკენ იქნება მიმართული, რომ ეს ურთიერთობა მჭიდრო დარჩეს“-განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება ლოპოტას ხეობაში განხორციელებულ სპრცოპერაციას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ არაფერი მიუთითებს, იმაზე, რომ ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობას გაუარესება ან რაიმე სხვა საფრთხე ემუქრება.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას ქართული მხარისთვის არ მოუმართავს, მათ შორის არც შვეიცარული სექციის გავლით, ხეობაში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით.

კალანდაძის განცხადებით, ქართული მხარე თანამშრომლობისათვის მზად არის.

ლოპოტას ხეობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული იყო 11 ბოევიკი, მათ შორის იყვნენ, როგორც საქართველოს ისე რუსეთის მოქალაქეები.

ბეჭდვა