როდის დაიწყება რუსეთიდან საქართველოში შემომავალ ტვირთებზე მონიტორინგი უცნობია
როდის დაიწყება რუსეთიდან საქართველოში შემომავალ ტვირთებზე მონიტორინგი უცნობია
12:51 10.09.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ თუ კონკრეტულად როდის დაიწყებს შვეიცარული კომპანია  SJS რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვაზე მონიტორინგს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ტექნიკური დეტალები ზუსტდება და საგარეო უწყება დამატებით ინფორმაციას შვეიცარიული მხარისგან ელოდება.

როგორც კალანდაძემ განმარტა, აღნიშნული კომპანია შვეიცარიულმა მხარემ თავად შეარჩია და თანხმობა მიიღო, როგორც საქართველოს ისე რუსეთისგან.

კომპანია SJS-მა შეთანხმებისამებრ უნდა განახორციელოს მონიტორინგი, იმ ტვირთებზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ფსოუსა და როკის გამშვები პუნქტების გავლით შემოვა.

აღნიშნული შეთანხმება, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობის ფარგლებში იქნა მიღწეული.

ბეჭდვა