ფანჯიკიძის შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართული დებატები დადგმული იყო
ფანჯიკიძის შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართული დებატები დადგმული იყო
12:38 10.09.2012
„ქათულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინ გამართული დებატები დადგმული იყო. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კოალიციის  პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, გუშინ იმ პარტიებმა, რომლებიც რეალურად ერთ ძალას წარმოადგენენ ძალიან კომფორტულად იკამათეს, თუმცა, ეს იყო დადგმული და მასში არავითარი სიახლე არ ყოფილა.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, საერთოდ, დებატების იდეა კოალიციის ლიდერისგან ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დებატების მოწყობაზე მუშაობა ამის შემდეგ დაიწყო.

„ბიძინა ივანიშვილმა, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერმა დებატებში გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილია. თუმცა, მას შეეშინდა. ჩვენ, ასევე მივმართეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვთხოვეთ დაესახელებინათ მათი ლიდერი. თუ ეს ვანო მერაბიშვილი იყო, ჩვენ მზად ვიყავით მასთან დებატებისთვისაც. თუმცა, სამწუხაროდ პასუხი არ მიგვიღია“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გუშინ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის გიორგი თარგამაძის, „ლეიბორიტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვანო მერაბიშვილის მონაწილეობით დებატები გაიმართა.

ბეჭდვა