ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის დელეგაციას შეხვდება
ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის დელეგაციას შეხვდება
12:04 10.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს აშშ-ის უწყებათშორისი დელეგაციის წევრებს შეხვდება, რომელსაც სახელმწიფო  მდივნის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობს.

შეხვედრას კოალიციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან ერთად, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი მანანა კობახიძე დაესწრებიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კოალიციის ლიდერები კომენტარებს გააკეთებენ. შეხვედრა 12.15 საათზე დაიწყება.

უწყებათშორისი დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის რეგიონალურ საქმეთა დირექტორი ჯასტინ ფრიდმენი, ასევე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი ბეიჯ ალექსანდერი. ისინი საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებას შეაჯამებენ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც შეხვდებიან, „ქრისტიან-დემოკრატებს“ კი, უკვე შეხვდნენ.





ბეჭდვა