ახალი საარჩევნო კოდექსი მიღებულია. პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს მეორე მოსმენით
უყარა კენჭი და 94 ხმით ოთხის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ცვლილებები საარჩევნო უბნებზე 25-მეტრიან დისტანციას და ქალთა კვოტირებას ეხება. ასევე იცვლება პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკლამო დროის განაწილების წესიც, რომლის მიხედვითაც პარტნიორი პარტიები ერთმანეთს სარეკლამო დროს ვეღარ დაუთმობენ.
