ინგა გრიგოლია გლდანში მცხოვრებ დევნილებს არჩევნებზე მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
ინგა გრიგოლია გლდანში მცხოვრებ დევნილებს არჩევნებზე მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
11:56 10.09.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდადტმა ინგა გრიგოლიამ გლდანის რაიონში მცხოვრებ  19 500 დევნილს მოუწოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებას მხარი არ დაუჭირონ.

ამის შესახებ გრიგოლიამ „პრაიმ-ტაიმის“ პრესსკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გრიგოლიას თქმით, გლდანში დევნილები 28 ლარის შემწეობის ამარა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, რაზეც ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს.

„დევნილები გლდანში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მინდა მოვუწოდო მათ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მკვეთრი პოზიცია დააფიქსირონ, რადგან ხელისუფლების მხარდაჭერის შემთხვევაში, მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება“ - განაცხადა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლები მხარს „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ დაუჭერენ, ქდმ-ს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას დახმარების პირობას აძლევს.

ბეჭდვა