ნუკრი ქანთარია ქართულ-თურქული სამკერვალო ფაბრიკის „მილერი და კომპანიას“ დირექციას შეხვდება
ნუკრი ქანთარია ქართულ-თურქული სამკერვალო ფაბრიკის „მილერი და კომპანიას“ დირექციას შეხვდება
11:09 10.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუკრი ქანთარია  დღეს ნავთლუღში, ქართულ-თურქული სამკერვალო ფაბრიკის „მილერი და კომპანიას“ დირექციას შეხვდება.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა დაგვიანებული და არასრულად გაცემული ხელფასებია.

ფაბრიკის თანამშრომლების განცხადებით, მათ ფაბრიკის დირექტორმა მილერ გვენეტაძემ დაპირებული 500 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 150 ლარი გადაუხადა. თანამშრომლებმა დახმარებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატს მიმართეს.

ქანთარია ქარხნის ხელმძღვანელობასთან სწორედ ამ საკითხებზე აპირებს საუბარს.


ბეჭდვა