სოფო კილაძე საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
სოფო კილაძე საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს  შეხვდა
14:33 01.07.2020
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ფრანგ დიპლომატს კომიტეტის საქმინობა გააცნო და იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.



საფრანგეთის ელჩმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას და სოფო კილაძეს მადლობა გადაუხადა ბავშვთა უფლებების მიმართულებით გაწეული სამუშაოებისთვის. შეთანხმდნენ კონკრეტულ პროექტებზე კერძოდ, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიმართულებით საფრანგეთთან ერთად, კომიტეტი კონკრეტულ პროგრამებს შეიმუშავებს.​

ბეჭდვა