აშშ-ს დელეგაცია ქდმ-ს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შეხვდება
აშშ-ს დელეგაცია ქდმ-ს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შეხვდება
10:09 10.09.2012
აშშ-ს დელეგაცია, რომელსაც სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობს, ქართული პოლიტიკური  პარტიებიდან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შეხვდება.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ამერიკის საელჩოში განუცხადეს. შეხვედრები აღნიშნული პარტიების ცენტრალურ ოფისებში გაიმართება.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში ტომას მელიას ხელმძღვანელობით აშშ-ს დელეგაცია საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები შედიან.

სტუმრები საქართველოს საპარლამენტო არჩვენების წინ არსებულ ვითარებას შეფასებენ.




ბეჭდვა