ივანიშვილი პედაგოგებს პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას პირდება
ივანიშვილი პედაგოგებს პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას პირდება
20:30 09.09.2012
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მასწავლებლები პოლიტიკური წნეხის ქვეშ აღარ მოექცევიან - ამის შესახებ დღეს  კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თელავში გამართულ აქციაზე განაცხადა.

„ახლა მედავებიან, თითქოს, მასწვალებლებს ვემუქრები და ვაშინებ. არ დაიჯეროთ, პირიქით, ჩემზე მეტი ქომაგი არავინ გეყოლებათ. დღეს ყველაზე უუფლობო და დამცირებული მასწავლებლები არიან“ - განაცხადა ივანიშვილმა და მოუწოდა პედაგოგებს აღარ ჩადგნენ დღევანდელი ხელისუფლებას „დამამცირებელ სამსახურში“ და ნუ მისცემენ არჩევნების გაყალბებაში საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ოპტიმიზაციის მოტივით, ბევრ სოფელში სკოლები დახურა და ეს სკოლები აღდგება.

ჯანდაცვის სფეროზე საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ თითქოს რაღაც იცვლება, საავადმყოფოები შენდება, მაგრამ რეალურად „21-ე საუკუნეში ადამიანები უექიმობითა და უწამლობით კვდებიან“ სამედიცინო მომსახურების სიძვირის გამო.

„1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩვენებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს თითოეული მოქალაქის - უკლებლივ ყველას ჯანმრთელობაზე იზრუნებს სახელმწიფო“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.



ბეჭდვა