არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ამისთვის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის
არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ამისთვის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის
10:31 29.06.2020
„ჩვენ აუცილებლად მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში და გააგრძელებს თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნას ამისთვის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის არჩევნებში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს. ნაციონალური მოძრაობა და "ევროპული საქართველო" კენჭისყრაში მონაწილეობას ისევ არ აპირებენ, რადგან გიორგი რურუა კვლავ დაპატიმრებულია.

ბეჭდვა