„ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეებმა ლოპოტას ხეობაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
„ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეებმა ლოპოტას ხეობაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
19:02 09.09.2012
თელავში აქციაზე შეკრებილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპულ სპეცრაზმელთა ხსოვნას  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც აქციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არსებული ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერია და ამას ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურის მიდამოებში მომხდარი ფაქტიც მოწმობს.

მისი თქმით, იქ ქართველი ჯარისკაცები, საქართველოს მოქალაქე ქისტები და ჩრდილოეთ კავკასიელები დაიღუპნენ. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, რა მოხდა სინამდვილეში ჯერ კიდევ უცნობია.

„რაც ნამდვილად ვიცით ის არის, რომ მომხდარს შეეწირნენ ადამიანები, ახალგაზრდები. ნუთუ არ შეიძლეობოდა ამის მსხვერპლის გარეშე დამთავრება. დანამდვილებთ კიდევ ის ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება უტიფრად ტყუოდა ლოპოტას ხეობაში ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან, როცა გვიმტკიცებდა, რომ იქ რუსეთიდან გადმოსულ დივერსანტთა შეიარაღებულ რაზმს ებრძოდა. ჟურნალისტების წყალობით გავიგეთ, რომ დაღუპულთათვის პანკისის ხეობის სოფლებში საფლავები გაითხარა. გავიგეთ, რომ ხელისუფლება ცხედრებით ევაჭრებოდა ქისტებს“- აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ უბედურებას გამოუძიებელს არ დატოვებს და დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება.

ბეჭდვა