მიხეილ სააკაშვილი არის კაცი, რომელიც მთელ მსოფლიოში თავს ასაღებს საქართველოს პრეზიდენტად და იგი 1 ოქტომბრიდან პოლიტიკიდან მიდის - ამის შესახებ თელავში კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმდინარე აქციაზე პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი ყოველთვის სხვაზე და სხვის ესთეტიკაზე საუბრობს.
„ისე არ მინდა გავაცილო პოლიტიკიდან, რომ არ ვუთხრა, თუ რა ესთეტიკის პატრონია და რა არის ის თვითონ - ის არის შუშის ხიდი მტკვარზე, აქ ერეკლეს მოედანზე იუსტიციის სახლი - რაფაელოს ყუთი და ა.შ. ეს არის მისი ესთეტიკა“ - განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე 1 ოქტომბრიდან ქვეყანა და საზოგადოება „არსებული აღვირახსნილობისგან“ თავისუფლდება.
„არ აქვს მნიშვნელობა გარე მტრის მონა იქნები, თუ შიდასი. მონა მონაა და ბატონს ეროვნება არ აქვს“ - აღნიშნა მაღრაძემ.
