თელავში საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ აქცია უკვე დაიწყო.
ქალაქში ერეკლე მეორეს მოედანზე შეკრებილ კოალიციის მხარდამჭერებს
ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით მიმართავს.
იგი კახეთის მაცხოვრებლებსა და პარტიის აქტივისტებს მიესალმა.
კახეთის სოფლებიდან თელავის მიმართულებით კოლონები მთელი დღის განმავლობაში მიემართებოდნენ.
ერეკლე მეორის მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. დამონტაჟდა სცენა და აპარატურა.
