გიორგი გახარია: ზუგდიდის, როგორც ქვეყანაში აგლომერაციის პოტენციალის მქონე ერთ-ერთი ქალაქის განვითარება, იქნება ძალზედ სერიოზული
გიორგი გახარია: ზუგდიდის, როგორც ქვეყანაში აგლომერაციის პოტენციალის მქონე ერთ-ერთი ქალაქის განვითარება, იქნება ძალზედ სერიოზული
19:53 26.06.2020
რეალურად, რაც დღეს ზუგდიდში კეთდება გზების რეაბილიტაციის ნაწილში, არ გაკეთებულა 50 წელი; წყალმომარაგების ნაწილში ზუგდიდში წლის ბოლომდე ეს პრობლემები მოგვარდება და საერთოდ ზუგდიდის როგორც ქვეყანაში აგლომერაციის პოტენციალის მქონე ერთ-ერთი ქალაქის განვითარება, იქნება ძალზედ სერიოზული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ კუთხით სერიოზული რესურსები მიიმართება.

"ბოლო 2 წლის განმავლობაში ზუგდიდი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და საერთოდ აფხაზეთის ფაქტორის გათვალისწინებით და იმის გათვალიწინებით, რომ თბილისთან, ბათუმთან, ქუთაისთან ერთად ზუგდიდსაც აქვს პოტენციალი, გახდეს სერიოზული აგლომერაცია, სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბეჭდვა