თელავში ერეკლე მეორეს მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეები ამ წუთებში იკრიბებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა განუცხადა, მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია და „ადგილობრივი ხელისუფლების უსური მცდელობის მიუხედავად“, ხალხი იკრიბება.
სამხარაულის თქმით, ხელისუფლებამ აქციისთვის ხელის შეშლის მიზნით მოედანზე სამშენებლო ტექნიკა ჩააყენა და მუშები მიიყვანა.
„რეალურად არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, ტექნიკა უბრალოდ დგას, ხოლო მოყვანილი მუშები აქციაზე გამომსვლელებს მოუსმენენ“ - აღნიშნა სამხარაულმა.
კოალიციის წინასაარჩევნო აქცია თელავში 18.00 საათზე დაიწყება.
