„ქართული ოცნების“ აქციისთვის თელავში სცენა უკვე დამონტაჟებულია
„ქართული ოცნების“ აქციისთვის თელავში სცენა უკვე დამონტაჟებულია
12:49 09.09.2012
საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თელავში დღეს საღამოს დაგეგმილი აქციისთვის მზადებას აგრძელებენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, სცენა უკვე აწყობილია და მალე ტექნიკური ნაწილის გამართვა დაიწყება.

სესიაშვილის თქმით, ყველა სამუშაო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება ხელისუფლების მხრიდან არ არის, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება გუშინ ჯგუფ „შინის“ კონცერტის ჩაშლას ცდილობდა და გამგეობის წინ მათ სცენის მონტაჟის შესაძლებლობას არ აძლევდა.

„ქართული ოცნების“ აქცია თელავში ერეკლე მეორის მოედანზე ჩატარდება და ის 17:00 საათზე დაიწყება. მოსამზადებელი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.



ბეჭდვა