ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას დააკვირდება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას დააკვირდება
11:04 09.09.2012
წინასაარჩევნო პროცესების შესასწავლად, საქართველოს 11 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხუთკაციანი დელეგაცია ეწვევა.

დელეგაცია საარჩევნო კანონმდებლობას შეისწავლის და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგელებს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებთან, ცესკო-ს თავმჯდომარესთან, ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარესთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ასამბლეა საბოლოო დასკვნამდე ხმის მიცემის პროცესსაც დააკვირდება. ამ მიზნით, არჩევნების დღისთვის საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 21-კაციანი დელეგაცია ეწვევა.


















ბეჭდვა