არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“ დღეს თელავში კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის მონიტორინგს განახორციელებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „საზოგადოებრვი დამცველიდან“ აცნობეს, ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს აქციის მონაწილეთა მსვლელეობის და შეკრების პროცესს გაუწევენ.
„საზოგადოებრივი დამცველი“ იმედს გამოთქვამს, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.
ორგანიზაცია დაკვირვებას მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში განახორციელებს.
თელავში დღეს საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ აქცია ერეკლე მეორის მოედანზე ჩატარდება და ის 17:00 საათზე დაიწყება.
