სააკაშვილის თქმით, პოლიციამ და თავდაცვის სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში საშიში სამხედრო პროვოკაცია აღკვეთეს
სააკაშვილის თქმით, პოლიციამ და თავდაცვის სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში საშიში სამხედრო პროვოკაცია აღკვეთეს
10:26 09.09.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობებზე ხალხი იმისთვის გამოვიდა, რომ ის ძალიან დიდი პროვოკაცია  ჩაეშალათ, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მზადდებოდა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე განაცხადა.

„ჩვენი ხალხი იმისთვის გამოვიდა, რომ ჩაეშალათ ძალიან დიდი პროვოკაცია, რომელიც მზადდებოდა. პროვოკაციას სამხედრო ელემენტი ჰქონდა, ასევე, არეულობა ჩვენს საზღვრებზე. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა პოლიციამ და თავდაცვის სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში ძალიან საშიში სამხედრო პროვოკაცია აღკვეთეს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტებმა, რომლებიც ტერორისტების ბედზე ცრემლებს აღვარღვარებენ და დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე ერთი ხმა არ ამოუღიათ, კარგად იცოდნენ აღნიშნული პროვოკაცია რისთვის იყო.

„რუსეთმა გაზაფხულზე საქართველოს არჩევნების დასაფინასებლად 2 მილიარდი აშშ დოლარი, მათი კანდიდატის დასაფინანსებლად შემოყარა. გათვლა ძალიან მარტივი იყო - არჩევნებზე გაურკვევლობა, ბევრი უცხოური პრესის მოსყიდვა, არჩევნების შემდეგ არეულობის შექმნა“ - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქართველმა ერმა აჩვენა, რომ დაქსაქსული კი არა, არამედ ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და მათი ეს გეგმა ჩავარდა.



ბეჭდვა