ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა
ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა
12:05 22.06.2020
იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, საბჭო დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"მე დავაარსე მოძრაობა ხალხისთვის, რომელის უპირველესი ამოცანაა, საჯარო დღის წესრიგში შევიტანოთ ხალხის პრობლემები, რამდენიმე დღის წინ მე ხელი მოვაწერე მემორანდუმს ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ, რომლის მზიანია ჩამოართვას საჯარო დღის წესრიგზე მონოპოლია ორ უმთავრეს ძალას. ამ პლატფორმის ხელმოწერის პროცესებთან დაკავშირებით, ჩემს მიმართ გამძაფრდა ორკესტირებული ბინძური PR კამპანია. ამოქმედდა სქემა 108. 108 საპარლამენტო ხმა და ბინძური პიარ კამპანიების მიზანია ყველა შესაძლებლობით არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალების შექმნა, რომელსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ 21 მაისს სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დააფუძნა.
ბეჭდვა