ბაქრაძე - ყველა ოჯახი გრძნობს რომ სიბნელის შემდეგ დღეს სინათლეა
ბაქრაძე - ყველა ოჯახი გრძნობს რომ სიბნელის შემდეგ დღეს სინათლეა
20:44 08.09.2012
მცხეთაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ყრილობაზე, მოსახლეობას მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა  დავით ბაქრაძემ მიმართა და მათ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა - „მეტი სარგებელი ხალხს“ გააცნო.

„ისევე, როგორც ყველა ოჯახმა იგრძნო ის, რომ სიბნელე იყო და დღეს სინათლეა, როგორც ყველა ოჯახმა იგრძნო ის, რომ ქრთამს აღარ იხდის, ყველა ოჯახმა იგრძნო ის, რომ კრიმინალის არ ეშინია, ასევე უნდა იგრძნოს ყველა მოქალაქემ, რომ აღარ ეშინია ავად გახდომის“-განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით 8 წლის წინ სწორედ კრიმინალი იყო მთავარი პრობლემა, დღეს კი ბაქრაძის თქმით, მთავარი პრობლემა უმუშევრობაა.

„დღეს ჩვენი ბანდიტი და კრიმინალი არის უმუშევრობა, როგორც კანონიერ ქურდებს ამოვუკვეთეთ ფეხი ამ ქვეყნიდან, როგორც კრიმინალს ამოვუკვეთეთ ფეხი ამ ქვეყანაში ისე უნდა ამოვუკვეთოთ ფეხი უმუშევრობას“-განაცხადა ბაქრაძემ.

მმართველი პარტიის ლიდერები პარტიის წინასაარჩევნო ყრილობის ფარგლებში დღეს 10 ქალაქში იმყოფებოდნენ.


ბეჭდვა