არჩილ თალაკვაძე: ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - სისხლის სამართლის საქმეები არ შეიძლება ყოფილიყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - სისხლის სამართლის საქმეები არ შეიძლება ყოფილიყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი
11:07 20.06.2020
"პოლიტიკოსს არ აქვს უფლება ჩაერიოს სასამართლოს და პროკურატურის საქმიანობაში, შეთანხმების ტექსტშიც, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ეს წერია, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ უნდა მოხდეს - ოპოზიცია კი გვეუბნება შეასრულეთ დაპირება და ჩაერიეთ სასამართლოს და პროკურატურის გადაწყვეტილებებშიო. ეს შეთანხმების ნაწილი ვერ იქნებოდა" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა.



არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღევანდელი წერილით ელჩები მხარეებს, ყველა ხელმომწერს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა და ცვლილებები დაამტკიცონ - ამის ხელისშემშლელი სხვა გარემოება, საქმე ან საკითხი არ უნდა გახდეს.​

ბეჭდვა