ანდრიუს კუბილიუსი: ვცდილობ საქართველოს ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში დავარწმუნო
ანდრიუს კუბილიუსი: ვცდილობ საქართველოს ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში დავარწმუნო
18:46 19.06.2020
"ვცდილობ საქართველოს ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში დავარწმუნო, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაში, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა", - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მიერ გამართულ ვიდეოკონფერენციაზე.

ოპოზიცია მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას და რურუას გათავისუფლებას სთხოვს. საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე კვირას, 21 ივნისს იგეგმება.


ბეჭდვა