იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
18:35 19.06.2020
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს კომიტეტის 11-მა წევრმა მისცა ხმა.

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში მიმდინარეობდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე კვირას, 21 ივნისს იგეგმება.
ბეჭდვა