პარლამენტის უმრავლესობის წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, დღევანდელი დღე გამოხატულება იყო საქართველოს მოსახლეობის
მხარდაჭერისა ხელისუფლების პოლიტიკისადმი.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა სპორტის სასახლეში განაცხადა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის დასაწყებად სამზადისი მიმდინარეობს.
“დღევანდელი დღე თვალნათელი გამოხატულება იყო “ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობისა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკურად აქტიურმა მოსახლეობამ მხარდაჭერა გამოხატა ხელისუფლების კურსისადმი“- განაცხადა დარჩიაშვილმა.
დღევანდელი დღე შეაფასა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლდერმა ხათუნა ოჩიაურმაც. მისი თქმით, დღეს რეგიონებში შეკრებილმა ადამიანებმა დაადასტურეს, რომ მათ წინსვლა უნდათ და არა წარსულში დაბრუნება.
“ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა თბილისში სპორტის სასახლეში რამდენიმე წუთში დაიწყება.
ამ დროისთვის მიმდინარეობს მხარდამჭერების შეკრება, სპორტის სასახლესთან “ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც იკრიბებიან.
