ოპოზიციის 6 საერთო მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა ცნობილია
ოპოზიციის 6 საერთო მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა ცნობილია
14:21 19.06.2020
ოპოზიციის 6 საერთო მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა დასახელდა. კანდიდატები "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ წარადგინა.

ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია - გლდანში, გიორგი ვაშაძე - ისანში, ლევან ხაბეიშვილი - სამგორში, მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე, ნაძალადევში - შალვა ნათელაშვილი.

დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
ბეჭდვა