გიორგი გახარია შრომის ახალ კანონმდებლობაზე: ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა
 გიორგი გახარია შრომის ახალ კანონმდებლობაზე: ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა
14:08 18.06.2020
ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად იმისთვის, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს. ჩვენს სოციალურ გარემოს და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას ხდიდეს უფრო მდგრადს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.


მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა იყოს დაბალანსებული.


"ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე და შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა და რაც პარლამენტშია იმის შეცვლა შესაძლებელია და კიდევ ვმსჯელობთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბეჭდვა