„ქართული ოცნების“ აქცია ხვალ თელავში გაიმართება
„ქართული ოცნების“ აქცია ხვალ თელავში გაიმართება
18:26 08.09.2012
თელავში ხვალ საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება. როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ თელავის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა განუცხადა, აქცია ერეკლე მეორის მოედანზე ჩატარდება და ის 17:00 საათზე დაიწყება.

მისი თქმით, აქციის მოსამზადებელი სამუშაოები ხვალ დილით ადრე დაიწყება.

„დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაა, ასე რომ ჩვენი ოფისი ფაქტიურად პარალიზებულია. ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ მათ მომხრეებს შეეძლოთ შესვლა. სცენის მონტაჟს დილიდან დავიწყებთ“ - განაცხადა სამხარაულმა.

მისი თქმით, მოსამზადებელ სამუშაოებში კახეთის რვავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩაერთვება.

„ქალაქში მოსახლეობის კოლონებს შტაბის ხელმძღვანელები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შემოუძღვებიან. შემდეგ კი, ერეკლე მეორის მოედანზე შევიკრიბებით“ - განაცხადა გელა სამხარაულმა.

მისი თქმით, აქციის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით ბოლომდე გადაწყვეტილი არაა.

ბეჭდვა